სოფელ ჩუმლაყში გამოკვლეული 103 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

სოფელ ჩუმლაყში გამოკვლეულ 103 პირს “კოვიდ-19″ არ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაადასტურა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონიდან ლუგარის ცენტრში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 256 ნიმუში გაიგზავნა და ყველა მათგანის პასუხი, კორონავირუსზე უარყოფითია.

” მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. კახეთის რეგიონში, თვის განმავლობაში, დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება. 11 ივლისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 256 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში 3 საკარანტინე სივრცეში 91 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 24 მოქალაქე რჩება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები