ახალციხეში შენობიდან მინა ჩამოვარდა- დაშავებულია შუახნის ქალი

ახალციხეში, სასტუმრო “მესხეთის” შენობის მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი მინა შუახნის ქალს დაეცა.

“ორნი იყვნენ, ღია იყო სასტუმროს ფანჯარა. ძველებური ხისაა. ერთი გავიგეთ მიჯახუნების ხმა და ქალის ყვირილი. ქარმა მიიჯახუნა ფანჯარა და ჩამოვარდა. მთელი ხელი გადატყავებული აქვს ამ ქალს, როგორც ვიცი ბაღის პედაგოგია”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სასწრაფო სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, ქალს ხელი აქვს დაშავებული.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124 მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას – გაუფრთხილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები