რუსთავში საცხოვრებელი სახლი იწვის

რუსთავში მე-12 მიკრო რაიონში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს ბინაში ეტლით მოსარგებლე ცხოვრობს. ამ ეტაპზე, უცნობია მოახერხა თუ არა მან ბინიდან დროულად გამოსვლა.

ამ დროისთვის, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ლიკვიდირებას ცდილობენ. ადგილზე ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები