აჭარაში ქალი 9 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

აჭარაში დააკავეს დედა, რომელმაც 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. ინფორმაციას ,,რეგიონულ კვირასთან“ შს სამინისტროში უდასტურებენ. საქმე ეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს, სადაც დედამ 9 წლის შვილს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მოზარდს აღენიშნება ნაკბენიც.
მეზობლების თქმით, დაკავებული უცხოეთის მოქალაქეა, საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, ბავშვის დედა დღის განმავლობაში, სამსახურში იყო და მას იშვიათად ხედავდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვი ამ დროისთვის, უსაფრთხო გარემოშია და მასზე სოციალური მუშაკები ზრუნავენ.
ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები