მარნეულში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალში” კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 38 წლის ქალია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკის დირექტორმა – ტატა შენგელაიამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

” საზღვარი გადმოკვეთა ინფიცირებულმა, მაღალი ტემპერატურით. პირდაპირ შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, ჩაუტარდა ტესტირება და კორონავირუსი დადასტურდა. აღნიშნული პირი უკვე გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში”,- განაცხადა ტატა შენგელაიამ.

ცნობისთვის,მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 36 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები