ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს,

მათივე ცნობით, ალექსანდრე მოწერელიამ სოფელ მეორე ახუთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა.

„სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 900 088 ლარით ფინანსდება. სახელმწიფო რწმუნებული იქვე რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს შეხვდა და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. ალექსანდრე მოწერელია, ასევე იმყოფებოდა სოფელ ლეწურწუმეში, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდა, პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა გასულ წელს სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე განაცხადეს.

ალექსანდრე მოწერელია ასევე გაეცნო, ქალაქ ჩხოროწყუში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობას. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 213 443 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე გაეცნო სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა სკოლის ეზო და მინი მოედანი. 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები