გორში ახალგაზრდამ მოლარეს ტელეფონი გასტაცა – ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ა.ჯ., იძულების ბრალდებით, გორში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა, იძულების გზით დაეუფლა მოლარე ოპერატორის – 1994 წელს დაბადებული ხ.ს.-ს კუთვნილ სამსახურებრივ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ა.ჯ.-ს მიერ უკანონოდ მოპოვებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების დასრულების შემდეგ, მობილური ტელეფონი მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, გამოძიება იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პიველი ნაწილით მიმდინარეობს.