რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში  182-ი ახალი ლიფტი დამონტაჟდება

„რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში  მიმდინარე წელს 182 ახალი ლიფტი დამონტაჟდება,“- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, ლიფტების სრული მოდერნიზაციის პროექტი გრძელდება. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წელს ახალი ლიფტი 109 მისამართზე დამონტაჟდება, აქტიური სამუშაო პროცესი კი დღეისათვის 30 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე,  ლიფტების მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან,  ააიპ ,,რუსთავის კორპუსისა” და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე მისამართზე  გაეცნო.

,,რუსთავში, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლება. პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით,  ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს და  დღეს ერთდროულად 30 მისამართზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

ძველი ლიფტის ახლით ჩანაცვლება, წელს  182 მისამართზე მოხდება და  2022 წლიდან,   ჯამში 532 მისამართზე  გვექნება ლიფტი სრულად  განახლებული.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, საბოლოოდ იქნეს დაძლეული”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სამუშაოების პარალელურად, სატენდერო პროცედურები კიდევ 73 ლიფტის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად მიმდინარეობს. ჯამში, 2025 წელს, ახალი ლიფტი 182 მისამართზე მოეწყობა. პროექტის საერთო ღირებულება, 4 868 499 ლარს შეადგენს.

ლიფტების მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება,  რუსთავის მერიამ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, 2022 წელს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები