ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, 100-მდე ბორჯომელი ახალგაზრდა დაბა ბაკურიანში იმყოფებოდა

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, 100-მდე ბორჯომელი ახალგაზრდა დაბა ბაკურიანში იმყოფებოდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში.

„ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი,

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი ლანა გიორგიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე” – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები