ბორჯომში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

„მიმდინარე წელს ბორჯომში, თორის N6-ში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება” – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

საკურორტო ქალაქის იერ-სახის გალამაზება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში ბორჯომში არაერთი პროექტი განხორციელდა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები