წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდა.

ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები