ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფლების – ტაბაწყური, მოლითი და ბალათა, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და საბჭოს წევრები ე.წ პლატოს ბორბალს ესტუმრნენ, შემდეგ კი, სოფელ ჩითახევში გადაინაცვლეს, სადაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრის სროლა, კედელზე ცოცვა – მიიღეს მონაწილეობა. საღამოს კი ჯომარდობაშიც აქტიურად ჩაერთვნენ.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ტაბაწყურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრუშ ირიციანი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული სახის აქტივობა, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, 2023 წლიდან იმართება.
აღსანიშნავია, რომ საბჭო აქტიურად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს და ის მუშაობას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები