აბაშის საკრებულოს წევრმა, მეგული (მამუკა) ჩოჩიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტია და ფრაქცია დატოვა – შედეგად ფრაქცია დაიშალა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მეგული (მამუკა) ჩოჩიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტია და ფრაქცია დატოვა. შედეგად ფრაქცია „საქართველოსთვის“ დაიშალა.

გადაწყვეტილების შესახებ მეგული (მამუკა) ჩოჩიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე თვეა, ვაკვირდები გიორგი გახარიას პარტიაში განვითარებულ მოვლენებს. ეს პარტია რეალურად იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად, არ ამართლებს თავის სახელს. თავის დროზე ამ პარტიაში იმიტომ მოვედი, რომ ქართული საქმე უნდა გვეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაამართლა. ეს პარტია არ არის საქართველოსთვის, დღეს ეს პარტია საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. არ შემიძლია, ვიყო იმ პოლიტიკოსების გვერდით, რომლებიც არ იცავენ საქართველოს ინტერესებს. მომწონს „ქართული ოცნების“ კურსი, ამიტომ ვტოვებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ვუერთდები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მეგული (მამუკა) ჩოჩიამ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 წევრია. „ქართულ ოცნებას“ დღეიდან საკრებულოში 19 წევრი ეყოლება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები