ხონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, მზადება მიმდინარეობს

ხონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, მზადება მიმდინარეობს.

საზეიმოდ, მოეწყობა ქალაქის ცენტრალური მოედანი, გაიმართება შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები: განთავსდება თემატური, ისტორიული კუთხეები, მოხდება, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, საპატიო ხონელების დაჯილდოება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვა აქტივობები. ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ხონში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები