ლაგოდეხმა ამირან არჩვაძის სახელობის, რეგიონალურ ფესტივალს უმასპინძლა

ლაგოდეხმა, პირველად, ამირან არჩვაძის სახელობის, რეგიონალურ ფესტივალს უმასპინძლა. ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული ღონისძიება, სახალხო მსვლელობით დაიწყო და მასში, კახეთის რეგიონის, 16 ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა.

ამირან არჩვაძის სახელობის ფესტივალი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მხარდაჭერით, წელს დაფუძნდა.

„ამირან არჩვაძე, დამსახურებული ქორეოგრაფი, ბრწყინვალების “ორდენის” კავალერი გახლდათ. ამაგდარი ქორეოგრაფი, ანსამბლ “ლაკვასტი”-ს დამაარსებელია. არაერთი ქორეოგრაფის აღმზრდელმა, თავისი სიცოცხლის განმავლობაში, ფასდაუდებელი შრომა გასწია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში. ლაგოდეხის ქორეოგრაფიის ბერმუხის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვების ფესტივალი, მუნიციპალიტეტში, ტრადიციად დამკვიდრდება“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები