სვანეთში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა – შემთხვევას ძმები ემსხვერპლენ
ზემო სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის ეცერის მიდამოებში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის მკვიდრი ძმები.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ავარიის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.