ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს შესაქმნელად მუშაობა დაიწყო

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლების,  სამოქალაქო სექტორის ჩართულობითა და GEC Consulting-ის წარმომადგენლების კონსულტაციით, მუნიციპალური განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები მაია ცქიტიშვილი, ირაკლი მიზანდარი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ხელი ეწყობა ინკლუზიურ საჯარო კონსულტაციებს და ძლიერდება თემი ეფექტური მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ჩამოყალიბდა სამუშაო და ტექნიკური ჯგუფები, რომელთა ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა გადამწყვეტი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს შესაქმნელად.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები, პროექტის ძირითადი ეტაპები, ვადები და სამომავლო გეგმები  განიხილეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება მუნიციპალიტეტში, რაც მუნიციპალური განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის საქმე, რაც ამ სამოქმედო გეგმის შემუშავებას უძღვის წინ, ვინაიდან მოხდება სიღრმისეული მოკვლევა მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად და ეს შრომა საბოლოოდ მოგვცემს მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დაეხმარება შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები მაია ცქიტიშვილი, ირაკლი მიზანდარი,  საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები