2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთში ღონისძება გაიმართა
2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სამხატვრო სკოლის და ასოციაცია ,,საბას” მხარდაჭერით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასფალტზე ხატვა, სახის მოხატვა, კონცერტი კულტურის ცენტრის აღსაზრდელებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მონაწილეობით გაიმართა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა” ხორციელდება, რომლითაც 28 ბენეფიციარი სარგებლობს და მიმდინარე წელს 93 000 ლარით ფინანსდება.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო.