უფთა-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

 

უფთა-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზის 61- ე კმ-ზე განვითარდა მეწყრული პროცესი, კლდიდან ჩამოსულმა მასამ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. ამ დროისთვის, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოძრაობა აღდგენილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები