ცხინვალში ქალი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა

ცხინვალში, “შანჰაის” რაიონში 84 წლის ქალი გაზის გაჟონვას ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქალი სახლიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თუ რა გახდა ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზი გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები