ლანჩხუთში ძლიერი ქარის გამო წაქცეული ხე მანქანას დაეცა – დაშავდა ერთი ადამიანი

სტიქიას ისევ ებრძვიან ლანჩხუთშიც, სადაც ცოტა ხნის წინ, ძლიერი ქარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ცენტრალურ მაგისტრალზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც მერიაში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში 40 ხე წააქცია, დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.

ქარმა 100-მდე შენობას გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს. ხე დაეცა სუფსის დაწყებით სკოლას და სასულიერო გიმნაზიას, დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთელ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები