ლანჩხუთის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში 100-100 მოსწავლეზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ლანჩხუთში, სუფსასა და ხაჯალიაში 100-100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები შენდება.

სამუშაოები 2023 წლის აპრილში დასრულდება და 2023-2024 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში გააგრძელებენ სწავლას.

მერიის ცნობით, აღსანიშნავია, რომ ორივე სოფელში, ამჟამად საბავშვო ბაღები კერძო სახლებშია განთავსებული.

სუფსასა და ხაჯალიაში მიმდინარე სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ადგილზე დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები