ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პაციენტი
გასული ერთი კვირის (24.07-31.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 10 233 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 309 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 15.47%.