ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი კედლების მოწყობა მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფერდსამაგრი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

2022 წლისთვის, სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, დაგეგმილია 150-ზე მეტი ფერდსამაგრი კედლის მოწყობა.

აღნიშნული სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის სოფლებში, გასულ წელსაც განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ფერდსამაგრი კედელი, ჯამში, 113 ოჯახთან  მოეწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები