ცესკო არასამთავრობოებს მოუწოდებს, დარღვევის ან ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, განცხადება/საჩივრები დაწერონ და საკითხი სამართლებრივ ჭრილში უბანზევე არ გადაიყვანონ

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეეშალოს, მაქსიმალურად მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს და გვესმის, რომ უბანი არ არის ისეთ ფართში განთავსებული, რომ შესაძლებლობა იყოს თავისუფლად გადაადგილების, მაგრამ მთავარია ერთი რამ – ამომრჩეველს მივცეთ შესაძლებლობა არ შეფერხდეს, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა გეგმურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დარღვევის ან ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, განცხადება/საჩივრები დაწერონ და საკითხი სამართლებრივ ჭრილში უბანზევე არ გადაიყვანონ.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, ყველა საჩივარზე რეაგირება რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში მოხდება.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეეშალოს, მაქსიმალურად მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს და გვესმის, რომ უბანი არ არის ისეთ ფართში განთავსებული, რომ შესაძლებლობა იყოს თავისუფლად გადაადგილების, მაგრამ მთავარია ერთი რამ – ამომრჩეველს მივცეთ შესაძლებლობა არ შეფერხდეს, შევუწყოთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციას და თუ რაიმე ტიპის გადაცდომაა ან დარღვევა, დაწერონ განცხადება/საჩივარი და არ დაიწყონ უშუალოდ საარჩევნო უბანზე ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადატანა. თავიანთი კომპეტენციების მიხედვით უნდა იმოქმედონ მათ. როდესაც ვსაუბრობდი განცხადება/საჩივრებზე, ვთქვი, რომ უბნის მოწყობასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი. ამ საკითხებით აუცილებლად დაინტერესდება საოლქო-საარჩევნო კომისია და შეისწავლის და თითოეულ საჩივარზე რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ბათუმის #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები