სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა – თბილისისა და რეგიონების კოვიდ-სტატისტიკა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა – 2 255, იმერეთი – 2 222, ქვემო ქართლი – 812, შიდა ქართლი – 805, გურია – 314, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი – 320, სამცხე-ჯავახეთი – 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 699 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 250 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 44 185, „პისიარ“-ტესტით – 29 065.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 23,87%, ბოლო 14 დღის – 16,51%, ბოლო შვიდი დღის – 20,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 110 168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 981 531 გამოჯანმრთელდა, 14 840 კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები