2022 წელს აჭარაში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზარდა და ახალი პროგრამები დაინერგა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით 2022 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანობა და მოსახლეობისთვის სერვისის  ხელმისაწვდომობა.

2022 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 28 121 900 ლარს შეადგენსგაიზარდა როგორც სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება, ისე ბენეფიციართა რაოდენობა.

2022წელს გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებაასევე, გაიზარდა ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება

2022 წელს პირველადგანხორციელდება ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობა ბიოლოგიური მედიკამენტებითწელს დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარსნაცვლად 25 000 ლარისახოლოხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს.

შეხვედრაზე განიხილეს დასაქმებისსოციალური პროგრამების დაფინანსების და თანადაფინანსების მექანიზმები

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები