გოგი მეშველიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის წევრს,  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს, გოგი მეშველიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. დეპუტატი Facebook-ზე წერს, რომ ის თავს კარგად გრძნობს, გადის მკურნალობის შესაბამის კურსს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

„მეგობრებო, დამიდასტურდა კოვიდ-19. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და გავდივარ შესაბამისი მკურნალობის კურსს, მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განვაგრძობ და მალე დაგიბრუნდებით”, – წერს გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები