ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი მოჭიდავე ალექსანდრე მაისურაძე გარდაიცვალა

94 წლის ასაკში, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი მოჭიდავე ალექსანდრე (შურა) მაისურაძე გარდაიცვალა.

ონის მუნიციპალიტეტის მერია  გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
“ალექსანდრე (შურა ) მაისურაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი თაობების აღზრდაში, სპორტის განვითარებასა და ჭიდაობის პოპულარიზაციაში, ის იყო მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის, ვეტერანთა პირველობაში ორგზის ჩემპიონი , საპატიო ონელი, კარგი მეგობარი და მასწავლებელი”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, შურა მაისურაძე ჭიდაობაში არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონია, ის ასევე ოლიმპიური ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის პირადი მწვრთნელი იყო. ალექსანდრე მაისურაძე 1994 წელს იტალიაში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის 58 კგ წონით კატეგორიაში გახდა. მან 1995 წლეს, სოფიაშიც გაიმეორა იგივე შედეგი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები