როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

22-23 ნოემბერს გამოიდარებს და თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები