წვიმა, ქარი, თოვლჭყაპი – როდის გამოიდარებს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში 17-18 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს – 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს, 15 ნოემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღის ბოლოდან ხვალ დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება. 16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს და ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები