“გირჩი მეტი თავისუფლების” წევრებმა 6 ქალაქში სუს-ის ოფისების შესასვლელები მანქანებით გადაკეტეს
ქვეყნის მასშტაბით ექვს დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრებმა სატრანსპორტო საშუალებებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს.
მანქანებზე “გირჩის” მოთხოვნებია გამოკეული. ოპოზიციური პარტია მოითხოვს:
1. სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
2. რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.
ქუთაისში სუს-ის შესასვლელი ჩაკეტილი აქვს ვიცე-მერობის ყოფილ კანდიდატს, იმედა კლდიაშვილს. ის ამ დროისთვის საკუთარ ავტომობილში იმყოფება, საიდანაც გადმოსვლასაც არ აპირებს და არც კომენტარს აკეთებს.