განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები დღეს სალხინოში იკრიბებიან

ჭყონდიდის ეპარქიის განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები დღეს სალხინოში იკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფეისბუკ-გვერდმა სალხინო-წაჩხურუს მრევლმა გაავრცელა.

“ყველას გელოდებით დიდსა და პატარას ვისთვისაც უკანონოდ დევნილი მამების მიმართ ოდნავ სიყვარული და პატივისცემა გაგაჩნიათ. სამეგრელოდან დაიწყება გაწმენდა უღირსი სასულიერო პირების და უფალი აუცილებლად დაგვეხმარება ამაში,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეკრება 14:00-15:00 პერიოდში სალხინოს ჯვართან არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები