მამა მარკოზი სალხინოს მონასტრიდან მღვდლების გაძევებაზე: ეს დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, მამებს გვერდით დავუდგებით

ჭყონდიდის მამათა მონასტერთან მყოფი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი ტაძრიდან გაძევებულ სასულიერო პირებს გვერდით დაუდგებიან.
მამა მარკოზის თქმით, ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც მეუფე სტეფანე ხელმძღვანელობდა.

„დღეს დილით მეუფე სტეფანე თავის ჩოხოსნებთან ერთად შემოვიდა. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია. პოლიციელებით აავსო და გამოყარა მამები, რომლებიც 15 წელია აქ ცხოვრობენ. ვაპირებთ, რომ გვერდით დავუდგეთ მამებს. თუ ვინმე გადაავლებს თვალს ისტორიას, მეორდება 70-იანი წლები, როგორ კეთდებოდა პატრიარქის ხელდასმით სუს-ის და პოლიციის მობილიზება. გამოყარეს მამები, ნაწილი დაიჭირეს. ადვოკატს არ უშვებენ მათთან. ეს არის ხელისუფლების დაკვეთა, თუ ისინი მოლაპარაკებული არ იყვნენ, ღამის 04:00 საათზე სუს-ს რა უნდოდა ტაძრის მიმდებარედ? ერთი ჭირი გვჭირს ქართველებო. ეს არის რუსეთი”, – განაცხადა მამა მარკოზმა.

ეპარქიის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, სალხინოს ტაძარში მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად იმყოფება, რომლებიც სავარაუდოდ, ცაგერიდან ჩამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო სალხინოს მამათა მონასტერში, საიდანაც ეკლესიიდან განკვეთილი მამები მეუფე სტეფანემ პოლიციის მეშვეობით მონასტრიდან გააძევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები