ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში – განკვეთილ ბერებს მონასტრის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიში დილიდან ხმაურია. სალხინოს მონასტერთან პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ წარგზავნილმა პირებმა და პოლიციამ განკვეთილ ბერებს მონასტრის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, ნაწილი მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

“აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები, აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ. მთელ საქართველოს მოვუხმობ. ვისაც სინდისი აქვს და თქვენს თავში დაფიქრებულხართ რა ხდება ამ ქვეყანაში,”- აცხადებს ყოფილი არქიმანდრიტი ათინოგენე.

მამა ათინოგენის ინფორმაციით, ხუთი სასულიერი პირი, რომელიც სალხინოს მამათა მონასტერში ცხოვრობდა, დაკავებულია და გადაყვანილია მარტვილის პოლიციაში.​

სალხინოს მამათა მონასტრის კელიებში განლაგებულნი არიან ჩოხოსნები, თავად მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი კი, წირვას ატარებს.

ადგილზე იმყოფებიან სასულიერი პირები და მრევლი. ტერიტორიას სამართალდამცველები იცავენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები