როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში – პროგნოზი რეგიონების მიხედვით

მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. დღე უნალექო იქნება.

მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

+15 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

გორში მზიანი დღე +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები