ბოლო კვირაში საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 219 სკოლა გადავიდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 219 სკოლა და 493 კლასი გადავიდა.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს. უწყებში აცხადებენ, რომ მონაცემები წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.
სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.