ირაკლი ღარიბაშვილი: ანზორ მელია შეიძლება დამსახურებული ექიმია, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზუგდიდი მზად არის 30 ოქტომბერს არჩევნებში “ქართული ოცნების” გასამარჯვებლად.

მან, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატზე ანზორ მელიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მან არ იცის როგორ იმართება მუნიციპალიტეტი, ამიტომ, ზუგდიდს მამუკა წოწორია მოიგებს.

​”ზუგდიდში არის იმის მზაობა, რომ 30 ოქტომბერს ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს. ამ ქალაქს სხვა არჩევანი არ აქვს. ზუგდიდმა კარგად იცის, სიმართლისა და ტყუილის ფასი. შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ სწორედ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების დროს, ქალაქში თარეშობდენ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ანზორ მელია შეიძლება დამსახურებული ექიმია, მაგრამ მაინტერესებს რა მოტივაცია აქვს ამ კაცს. როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს კი, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი და უწესიერესი კაცი – მამუკა წოწერია. ის არ შეარცხვენს ამ ქალაქს. მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს, საბოლოოდ დავუსვათ ბეჭედი “ნაცმოძრაობის” ბოგინს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები