ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სააკაშვილზე: როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება
“როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, – ასე უპასუხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ჟურნალისტების კითხვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასთან დაკავშირებით.
“რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა. იცით რა?! სუბიექტური პოზიციაა, ქვეყნის ინტერესია კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის.
იცით რა?! თქვენ ეს კითხვა [სამართლიან სასამართლოზე] ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ ეს კითხვა?! 100 000-იანი მიტინგები რომ დაარბიეს, ბიზნეს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა, მაშინ თქვენ კითხვები არ გქონდათ, ეხლა გაგიჩნდათ კითხვები არა?!
როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება”, – თქვა მეუფე იოანემ.
მისი თქმით, რა მოტივით აწერენ სხვა სასულიერო პირები პეტიციას ხელს, “ეს მათი საქმეა”, თავად კი ამის გაკეთებას არ აპირებს.