ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ათი ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ათი ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ბაზებზე ბოლო გადატარებით რეინფიციების დაახლოებით ცხრიდან ათი ათასამდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.