ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ მცირეწლოვანს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული, ასევე ზედაპირული დაზიანებები მთელს სხეულზე

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება.

როგორც კლინიკის დირექტორმა თამარ ბახტაძემ განაცხადა, არასრულწლოვანს ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აქვს.

„არასრულწლოვანს, ამ ეტაპზე, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში კვლევები უტარდება. მას ქვედა კიდური აქვს დაზიანებული. ასევე, აქვს ზედაპირული დაზიანებები მთელს სხეულზე. მას გონება არ აქვს დაკარგული და კონტაქტურია. კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“- განაცხადა თამარ ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალში, ჯერჯერობით, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევისას დაშავებული მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები