ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვისმინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ დრომდე საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა მხოლოდ ორჯერად ვაქცინაციას ემყარებოდა.