საქართველოში კოვიდინფიცირების 1751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1751 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1633 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 613 012 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 585 071, გარდაიცვალა 8 946 პაციენტი.