თორნიკე რიჟვაძე: ბათუმშიც და ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურებში გაიმარჯვებენ ჩვენი მერობის კანდიდატები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პარტიის ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ “ოცნება” აჭარის რეგიონში არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია მათ მიერ ჩატარებულ კვლევას მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებს, რომ კვლევებით წარმოდგენილი პერსპექტივა არ მოსწონთ.

“ბათუმშიც და ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურებში გაიმარჯვებენ ჩვენი მერობის კანდიდატები და ყველა საკრებულოში, ნახავთ, რომ ვიქნებით წარმოდგენილი უმრავლესობით.

რაც შეეხება ოპოზიციას, იმდენად მძიმე მათი პერსპექტივები, რა თქმა უნდა, უნდობლობას გამოუცხადებენ ყველა კვლევას, რომელიც ჩატარდება და რომელიც მათ საწინააღმდეგო შედეგებს აჩვენებს. თუმცა, დაველოდოთ, 2 ოქტომბერი არ არის შორს,”- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები