მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს

18 სექტემბერს წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სპეციალისტებმა მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს.

აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და მას შემდეგ ყოველ წლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია აღიჭურვა ულტრათანამედროვე ხელსაწყო დანადგარებით, რისი საშუალებითაც გაფართოვდა მონიტორინგის სქელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები