კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 716 თბილისში, 321 იმერეთში, 128 კი აჭარაში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 321, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 104, გურია – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 192, კახეთი – 263, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 591 766 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 556 810, გარდაიცვალა 8 446 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები