ამირან გამყრელიძის აზრით, სამედიცინო პერსონალში და პედაგოგ მასწავლებლებში ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის სავალდებულო აცრის მომხრეა. მათ შორის ამირან გამყრელიძე სამედიცინო პერსონალს და პედაგოგებს ასახელებს.

“პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში, ანუ სამედიცინო პერსონალში და ასევე პედაგოგ მასწავლებლებში იყოს სავალდებულო ვაქცინაცია, რამეთუ ჩვენ ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს, მაგალითი მივცეთ სხვებს და მეორე, რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები