პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კერძოდ ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში სამუშაოები მიმდინარეობს როგორც შენობებზე, ისე რეკრეაციულ სივრცეებში. ეწყობა პარკები და სკვერები, შესაბამისი აუცილებელი საინჟინრო სისტემებით, საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია.