“ვცდილობ დავძლიო ეს საშინელება” – რას წერდა სიკვდილამდე სოცქსელში კოვიდით გარდაცვლილი ორსული ქალი
ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” 28 წლის ორსული ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ კლინიკაში დაგვიანებით შეიყვანეს. 7 თვის ორსულს სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა.
ახალგაზრდა ქალი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სოცქსელში წერდა, რომ ვირუსის დაძლევას ცდილობდა.
“პირადში ვერავის გწერთ მეგობრებო. ვცდილობ დავძლიო ეს საშინელება”,- წერდა 28 წლის ქალი.