დაშავებული გერმანელი ტურისტია – თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

არსებული ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს  35-ე კილომეტრზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული გერმანელი ტურისტია. ამავე ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის  დროს მაღალი გამავლობის მანქანაში სულ ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გერმანელი ტურისტი.

ავარიის დროს, ქვემო ალვანში მცხოვრები შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც მანქანას მართავდა.

რაც შეეხება დაშავებულ ტურისტს მისი გადარჩენა მოხერხდა და ამ ეტაპის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები